05:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 11:56:30, 1548 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე - გარემოებები დადგენილი არ არის, კონკრეტული პირის მიმართ დევნა არ დაწყებულა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის და კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ ომბუდსმენს ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. 

"2018 წლის 12 ივლისს განახლდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის და კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 2018 წლის დეკემბერში, მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა პერიოდულ შეხვედრაზე, სადაც განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახელმწიფოების მიერ აღსრულების საკითხებს, განაცხადა, რომ განახლებულ გამოძიებას ინტერესით აკვირდება და შესაბამის შედეგებს 2019 წლის ივნისის შეხვედრაზე განიხილავს. მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, აუცილებელია, ყველა იმ გარემოების დეტალურად შესწავლა, რომლებმაც განაპირობეს მე-18 მუხლის დარღვევა, აუცილებელია გამოძიება იყოს ინსტიტუციურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იმ პირებისგან, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ დანაშაულთან, უნდა შესწევდეს უნარი, დაადგინოს დამნაშავეთა იდენტობა და შეეძლოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე, მისი მანდატი უნდა იყოს ფართო და გამოძიებამ იმსჯელოს იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მომხდარ ფაქტს და ასევე, გამოძიება ჯეროვნად და სწრაფად უნდა წარიმართოს. საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროკურატურის ანგარიშვალდებულება ამ პროცესში. შესაბამისად, პროკურატურამ, მიმდინარე გამოძიების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე ივნისში ჩანიშნულ შეხვედრაზე ანგარიშის (კომუნიკაციის) წარდგენამდე, სახალხო დამცველს სრულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების შესახებ და გააცნოს საქმის მასალები. აღნიშნული წარმოადგენს საშუალებას, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება", - ნათქვამია ანგარიშში. 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics