11:10 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 10:15:53, 1522 ნახვა

სამართალი
გახარია - ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით, ვის რა ვაწყენინეთ, ამის არც დრო გვაქვს და არც სურვილი

გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მის მიმართ გამოთქმულ სხვადასხვა მწვავე შეფასებას, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მას არ აინტერესებს.

„ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა გვებრძოლოს ჩვენ. მე არ ვსაუბრობ ახლა ჩემზე, მე წარმოვადგენ გარკვეულ გუნდს და გარკვეულ უწყებას. ახლა ჩვენ როდესაც ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ - ამის არც თვალყურის დევნების დრო გვაქვს და სიმართლე, რომ გითხრათ არც დიდი სურვილი. ვიღაცას რაღაცა თუ ვაწყენინეთ - ბოდიში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კრიტიკა რომელიც არის ობიექტური და დასაბუთებული, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს, ამის არც არასდროს შეგვშინებია და არც ახლა არ გვეშინია.  ჩვენ თუ ამაზე მგრძნობიარე გავხდით, მერწმუნეთ, რომ ბევრ დროს დავკარგავთ“, -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics