|
2019-03-28 13:22:48, 1286 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ისინი, ვინც ტაქსის რეფორმას აპროტესტებენ, გამოყონ 5-10 კაციანი ჯგუფი და შევხვდებით
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მომხმარებელს დადგენილ ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული, ახლადშეღებილი ტაქსები აჩვენა და ტაქსის რეფორმის მოწინააღმდეგე ჯგუფთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვა. „ეს მიმართულება მოწესრიგებული უნდა იყოს როგორც ამ სერვისით მოსარგებლე, ასევე, სერვისის გამწევი ადამიანებისთვის. გუშინ იყო აქცია, სადაც გამოვიდა ადამიანების ჯგუფი, ტაქსის მძღოლები და ისინი აპროტესტებდნენ ამ რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ ამ ადამიანებთან შეხვედრის მზადყოფნა და დღესაც გვაქვს ეს მზაობა. მათ შეუძლიათ გამოყონ 5- 10-კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ და ნებისმიერ კითხვას გავცეთ კომპეტენტური პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, რამდენჯერმე მოუწია ახსნა-განმარტება, თუ რა სარგებელს მიიღებენ ტაქსის მძღოლები ამ რეფორმის შედეგად. „საშემოსავლოსგან მთლიანად გათავისუფლებულები იქნებიან, არანაირ გადასახადს არ გადაიხდიან. მათთვის ქალაქის მასშტაბით გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები, რომელსაც ჩვენ კიდევ დავამატებთ საპარკინგე ადგილებს მომავალში. მათ უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები, რომლის დიზაინიც გუშინ წარმოვადგინეთ, ასევე, ქიმწმენდისა და გადაღებვის ვაუჩერები. დღევანდელი მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. გარდა ამისა, მძღოლებს ექნებათ საშუალება, შემოსავალი მიიღონ რეკლამის განთავსებით. მათ უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც მათივე ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, დედაქალაქის მოსახლეობა, ამ რეფორმის შედეგად, გამართული სერვისით ისარგებლებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში დააზუსტა, ვიზუალურ სტანდარტში მოქცევის ვალდებულება ექნება A კატეგორიის ტაქსებს, ხოლო B კატეგორიის ტაქსებს მსგავსი ვალდებულება არ ექნებათ და საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ ტაქსის გამოძახების პრინციპით მომუშავე სისტემაში ჩართვით.
(NS)
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)