21:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 18:43:30, 1478 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიაზე - სამართლებრივი ლოგიკისა და კონსტიტუციის შესაბამის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ

„ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ჩვენ გვექნება ისეთივე მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ეს წინა შემთხვევაში, ძალიან წარმატებულად განხორციელდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კომენტირებისას განაცხადა.

„ცოტა რთულია იმის თქმა, რომ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რადგან ეს პრაქტიკაში ასე არ ხდება. ბუნებრივია, ჩვენ ვაპირებთ, სამართლებრივი ლოგიკისა და კონსტიტუციის შესაბამისი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. კონსტიტუციაზე მუშაობისას იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ ძალიან მცირე, მაგრამ რეკომედაციების ნაწილი არ გავითვალიწინეთ. მაგალითად,  როდესაც საუბარი იყო პარლამენტის გამორიცხვაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში. დღეს უკვე ნათელია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მთელი ეს დისკუსია ჯანსაღი პროცესია. ჩვენ დიდ ნაწილს გავითვალისწინებთ - ყველაზე რაციონალურ, სამართლებრივად დასაბუთებულ და კონსტიტუციის შესაბამის რეკომენდაციებს.

მამუკა მდინარაძის ვარაუდით, ვენეციის კომისიიის მხრიდან კრიტიკული დასკვნა არ იქნება.

„არ მგონია, დასკვნა  კრიტიკული იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მიერ შექმნილი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, განსხვავებით სხვა მსგავსი დოკუმენტებისგან, მასში არის სამართლებრივი ლოგიკა, თუმცა, დაველოდოთ. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. იქნება შეხვედრები, არა მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან, რათა მაღალი ჩართულობით, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მაქსიმალურად რეალური, სამართლებრივი და კონსიტუციის შესაბამისი რეკომენდაციები იქნას გაწერილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics