11:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 19:09:55, 1503 ნახვა

პოლიტიკა
მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით,  სამუშაო პროცესი დაიგეგმა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, განისაზღვრა ოთხი ძირითადი თემა, რომელზეც აქტიური მუშაობა წარიმართება.

„შეხვედრაზე შევთანხმდით, თუ რა ფორმატით, შემადგენლობითა და ინტენსივობით ვიმუშავებთ. შედგა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სასამართლოს თემებთან დაკავშირებით ინტენსიურად. განსაზღვრულია ის 4 ძირითადი თემა, რომელიც უკავშირდება სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომ რეფორმირებას. ეს არის ოთხი ძირითადი თემა, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics