10:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 13:01:25, 1400 ნახვა

პოლიტიკა
​პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა

ახალი რეგლამენტის ამუშავებიდან 100 დღის შემდეგ პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჩუგოშვილის თქმით, ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით პარლამენტში ასევე ხშირად მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს.

"მხოლოდ 100 დღეში 10 მინისტრი იყო სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენილი, არც ერთი უარი დაბარების შემთხვევაში არ გვქონია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი არის სხვანაირი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ახალი რეგლამენტი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც შეაფასა.

„ამ 100 დღეში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი ტიპის პარლამენტი გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების გაძლიერებას. ვხედავთ, რომ შედეგი შთამბეჭდავია და მის განვითარებაზე დაკვირვებასა და მხარდაჭერას გავაგრძელებთ“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

პრეზენტაციას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ევროკავშირისა და გაეროს ელჩები დაესწრებიან.

ცნობისთვის, დღეს ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღის შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ახალი რეგლამენტი, ახალ კონსტიტუციასთან ერთად, ძალაში გასული წლის დეკემბერში შევიდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics