10:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 11:43:41, 1587 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა  - ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ლადო კახაძე „ქართულ ოცნებას“ მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

„თბილისში, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გვსურს წარმოგიდგიოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის, ადამიანის მოყვარული, ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება ლადო კახაძე. ბატონი ლადოსთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის და ის ჩვენს გუნდს ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას პარლამენტში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics