10:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 10:11:43, 1294 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

„იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია იმისა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და ამ პროცესში ჩვენს ქვეყანას გვერდში უდგას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

„ბატონი გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას ამ პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში, ის ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს სწავლებას, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ქვეყანას, რომელიც მონაწილეობს ამ სწავლებაში და ვუსურვო წარმატებული, ნაყოფიერი სწავლება.

ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ახალ კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მტკიცე და შეუქცევადი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics