|
2019-03-22 18:57:25, 1529 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - შსს-ს რეფორმები ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც სახელმწიფოს აქვს
დღეს, პარლამენტში პირველად გაიმართა პრემიერის ინტერპელაციის წესით მოსმენა. საკითხი ქვეყანაში კრიმინალის ზრდის გამომწვევ მიზეზებს ეხებოდა. პრემიერის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა მას კითხვით მიმართეს და ასევე, სიტყვით გამოსვლის საშუალებაც ჰქონდათ. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გამოწვევების საპასუხოდ შსს-ში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. ”ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს რეფორმებს, რომელიც ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ყველა სახელმწიფოს აქვს. ყველა ქვეყანას აქვს კრიმინალთან ბრძოლის გამოწვევა და რა თქმა უნდა, ეს აქვს საქართველოსაც. მნიშვნელოვანია რას აკეთებს მთავრობა ამ პრობლემის გადაჭრისთვის: ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ეს არის ადამიანის უფლებების რეფორმა, რომელიც არასოდეს ყოფილა თქვენი ხელისუფლების პირობებში პრიორიტეტად. ეს არის პრევენციული მიმართულებები, მართლწესრიგის ოფიცრები, ვიდეომონიტორინგის ახალი სისტემა, საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც ზუსტად მიზეზებზე არის სწორება და სადაც არის კრიმინალური სამყარო, ზუსტად არის ჩადებული ის, რომ კრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლას ვეხებით. სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ტარდება სამინისტროში ეს არის: ტექნოლოგიური გადაიარაღება, ოპერატიული მართვის გაუმჯობესება, თუ საგამოძიებო რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. რა კეთდება პროკურატურის მიმართულებით-პროკურატურის მიდგომა, დამოუკიდებლობის გაძლიერება, საკადრო განახლება-ეს არის კომპლექსური მიდგომა, იმიტომ, რომ ერთი სამინისტრო, ერთი უწყება დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებს. რა კეთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ - ნახეთ ბრძოლა ტერორიზმთან, იმ რისკებთან რაც საქართველოს აქვს რეგიონში და თუნდაც სასჯელაღსრულების სისტემა. თქვენ გუშინ საუბრობდით ამაზე ხმამაღლა, მე მგონი თქვენ გგონიათ, რომ ყველას დაავიწყდა თქვენი სასჯელაღსრულების სისტემა. არავის დავიწყებია. არც მე ვაპირებ დღეს შეგახსენოთ, უბრალოდ უნდ გითხრათ, რომ ესეც დანაშაულთან ბრძოლის ნაწილია და აქაც რეფორმებია გატარებული და დღეს არის გამოსწორებაზე და რესოციალიზაციაზე მიმართული მთელი სისტემა. თქვენი რეცეპტი რა იყო - ტერორით და ძალადობით დანაშაულის დამარცხების მცდელობა. დღეს თუ მაინც იცით, ასე შესაძლებელია დანაშაულის დამარცხება?! რა თქმა უნდა, არ არის. იმიტომ რომ სისტემა, რომელიც იყო შექმნილი, წარმოშობდა კიდევ უფრო მეტ დამნაშავეს, უსამართლობით გაბრაზებულ ადამიანებს. ისინი ვერ იგებდნენ სასამართლომ, რომ მიუსაჯა, მერე სახელმწიფო რატომ სცემდა ციხეებში და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებაში არიან დღეს და ისინი არიან ტრავმირებულები. ამან გამოიღო უკუეფექტი და არავითარი დანაშაულის ბრძოლა და მისი დამარცხება ჩვენ აქედან არ გვქონდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)