10:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 16:50:43, 1111 ნახვა

საზოგადოება
ბატიაშვილი: საგნობრივ ტესტებში უნარ-ჩვევების კომპონენტის ინტეგრირებას გთავაზობთ

„ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიულ“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში", - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპაუტატების წინაშე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, "სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია“.

მინისტრის თქმით, ამით გამოირიცხება ამჟამად არსებული ზოგადი უნარების მზადებისთვის ტესტის ტექნიკის დასწავლა და ამაში აბიტურიენტებისა და მათი მშობლების დიდი რესურსის ხარჯვა.  

„საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით, თქვენ ნახავთ, რომ ზოგადი უნარებისა და საგნობრივი გამოცდების სავალდებულო ერთობლიობა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.  ზოგადი უნარების ტესტი არ აფასებს არც ერთ ისეთ უნარს, რომელთა შეფასება შეუძლებელია საგნობრივ ტესტებში. ის საგამოცდო მოდელი, რომელიც აქამდე მოქმედებდა საქართველოში, ანალოგს ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ პოულობს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics