21:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 15:38:56, 1506 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე ენმ-ზე - მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა ატყუებენ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმაურება და ოპოზიციის გამოსვლებს პასუხობს.

როგორც ხუნდაძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მმართველობის პერიოდში საზოგადოებას ატყუებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ატყუებს, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ისევ ნაცმოძრაობის გამოსვლებზე გვიწევს კომენტარის გაკეთება. კრიმინალი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ კრიმინალზე უნდა საუბრობდეს ის, ვინც იცის კრიმინალთან ბრძოლის სწორი წესები. ნაცმოძრაობა ამ მხრივ მაგალითად ვერ გამოდგება. მათი მეთოდი, რომ დანაშაული დანაშაულით უნდა აღკვეთო, არასწორია. ძალადობა კვლავ ძალადობას წარმოშობს. მათ პერიოდში ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტას ეფექტური მმართველობა ერქვა. დღეს კი ზოგიერთი მათგანი  კანონის დაცვას „უნიათობას" ეძახის.

კრიმინალი რომ დღესაც არის, ამაზე არავინ დაობს. მაგრამ, განსხვავება ის არის, რომ  ჩვენი მმართველობის პერიოდში გაიზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობის ფაქტები. დაემატა ისეთი დასჯადი დანაშაულებები, რომელიც მანამდე რეაგირების მიღმა რჩებოდა. მაგალითად, ოჯახური ძალადობა. დღეს ამ დანაშაულისთვის 600-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს დანაშაულის სტატისტიკაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ეს საზოგადოებას მიეწოდება. უნდა გაგრძელდეს დანაშაულთან ბრძოლა წესების დაცვით და არა ისე, როგორც ხდებოდა მანამდე.

 ხელისუფლების ოპონენტები ყველანაირად ცდილობენ, საზოგადოება ნეგატიურ ინფორმაციაში გახვიონ. ყოველ დღე საინფორმაციო საშუალებებით ნაკადად მოედინება ნეგატივი კრიმინალზე, მაშინ, როდესაც მათ პერიოდში, გაცილებით მეტი დანაშაულის პირობებში ამის მეათედიც  კი არ მიეწოდებოდა ხალხს. ნაცმოძრაობის წევრები მაშინ ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი ატყუებენ, რომ ყველაფერი  არის ძალიან ცუდად. ისინი დღემდე ტყუილების პოლიტიკიდან ვერ გამოვიდნენ და როგორც ჩანს, მომავალშიც ასე გააგრძელებენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics