|
2019-03-22 11:58:02, 1219 ნახვა
სამართალი
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული გამოძალვისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე თ.ჯ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 დეკემბრიდან 2018 წლის 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილი მეუღლის თ.ლ-ს მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის მაისში თ.ჯ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თ.ლ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. "სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა რომ, 2018 წლის პირველი ივნისიდან 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილ მეუღლეს 3 000 ლარს სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თ.ლ.-ს, ასევე დაზარალებულის ძმის და მამის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ვინაიდან თ.ლ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა, მან 2018 წლის 14 ივნისს თ.ჯ-ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 500 ლარი გადასცა. სამართალდამცველებმა თ.ჯ. 2018 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახისსხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნისთანდასწრებით) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილი წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)