|
2019-03-21 16:30:10, 1523 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ოპოზიცია - მე ვიცი ივანიშვილის ფასი და ის თქვენი სახსენებელი არ არის
„თქვენ ხართ სუსტი ჩემს თვალში, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს. წულიკიანის თქმით, ენმ-ს წევრებს სწორედ იუსტიციის სამინისტროს წარმატებები არ მოსწონთ. "თქვენ ხართ სუსტი ჩემს თვალში ეს ასეა. მინისტრის საათი განკუთვნილია იმისთვის, რომ მოისმინოთ სამთავრობო პროგრამის ანგარიში. ვისაუბრე 45 წუთის განმავლობაში. ვაჩვენე რა გაკეთდა, რას ვაკეთებთ და მომავლის პერსპექტივა და ვისაუბრე პოზიტივზე. იუსტიციის სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ხარვეზები, მაგრამ ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი წარმატებულია. რა თქმა უნდა ეს თქვენ არ მოგწონთ ოპოზიციას ვგულისხმობ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრმა სხდომაზე ასევე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მიერ გაჟღერებულ კრიტიკას ბიძინა ივანიშვილის მისამართით და აღნიშნა, რომ მან ივანიშვილის ფასი კარგად იცის. „როდესაც თქვენ "ნაციონალური მოძრაობა" ბედავთ ჩემს გადადგომაზე საუბარს, მე რა ვუთხარი ბახტაძეს, რა მიპასუხა, რა შენიშვნა მომცა ბახტაძემ, იმან რა მითხრა, მე რა ვუთხარი ივანიშვილს, ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივად სახსენებელი არ არის. თქვენ ბევრჯერ მკითხეთ ქალბატონო თეა რა იცით თქვენ ბატონ ბიძინაზე?- მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ. ის სიკეთეები ვიცი, რაც მას უკეთებია და მე ვიცი მისი ფასი. ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურობის და იმისა, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის საკმარისი, იმისთვის რომ მის გვერდით ვიდგე, ვიქნები მინისტრი, თუ ამომრჩეველი, არსად გამოხტომას არ ვაპირებ, არ ვიქნები ამ საზოგადოებისთვის მისაღები არაა პრობლემა, მე ვიქნები ამ გუნდის წევრი და "ქართული ოცნების" წევრობა არ არის ამისთვის საჭირო“, - განაცხადა წულუკიანმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)