09:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 16:25:47, 1177 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი პედრო სერანოს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ პედრო სერანოს ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებსა და პარტნიორობასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებით განვითარების შესაძლებლობა და სამომავლო პერსპექტივები. საუბრის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო. პედრო სერანოს განცხადებით, ევროკავშირი აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მას თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უმასპინძლა, სადაც ლევან იზორიამ და პედრო სერანომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მოგვიანებით სტუმარმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ ლექცია წაიკითხა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics