09:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 15:58:21, 1289 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივა და ერთ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრებს

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე, რომელიც ხვალ პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით უნდა წარდგეს, ერთ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ საკითხზე პასუხით და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება.

„საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალწინებს ინტერპელაციის წესს, რომელიც  სიახლეა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. პირველად, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარსდგება. ვფიქრობ, პარასკევს  ძალიან საინტერესო დღე იქნება. ინტერპელაციის წესით საქართველოს პარლამენტში დაბარებულები არიან პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი. საუბარი შეეხება კონკრეტულ კითხვას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ან რომელიმე მინისტრი იღებს პარლამენტიდან. ანუ, პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი პასუხობს კონკრეტულ კითხვას, რომელიც მას ინტერპელაციის ფარგლებში დაუსვეს. გათვალისწინებულია შესაბამისი პროცედურები  კითხვაზე პასუხისათვის და დებატებისთვის შედარებით მოკლე დრო. პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით კითხვა შეეხება საქართველოში კრიმინოგენურ ვითარებას და ამ კონკრეტულ კითხვაზე იქნება კონკრეტული პასუხები - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით,  საპარლამენტო ფრაქციებს უკვე დასმული აქვთ კითხვები.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics