09:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 15:31:55, 1202 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძის თქმით, შესაძლოა, მასზე ცრუ ინფორმაცია იმავე ოფისიდან ვრცელდებოდა, საიდანაც TBC-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

 „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაცია იმავე ოფისიდან ვრცელდებოდა, საიდანაც TBC ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

მისი განცხადებით, მან არ იცის რა ეტაპზეა გამოძიება.

„როცა მოხდა ზაფხულში ჩვენს ბანკზე კიბერშეტევა, მე ვთქვი ერთხელ პარლამენტში, ახლაც ვიმეორებ, ჩვენმა საინფორმაციო უსაფრთხოების სამსახურმა, იცით,რომ 400 კაცზე მეტი მუშაობს, უნიჭიერესი ახალგაზრდები ამ მიმართულებით, აღმოაჩინეს არამარტო სიგნალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო ძალიან სერიოზული კიბერშეტევა, აღმოვაჩინეთ მისამართები, აიპის მისამართი, ქუჩის მისამართი, ოფისის მისამართი და ჩვენ ეს ინფორმაცია იმ წუთშივე გადავეცით შს სამინისტროს. ვერ გეტყვით გამოძიება რა ეტაპზეა გამოძიება, როცა იქნება შედეგები შეგატყობინებთ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics