09:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 14:05:59, 1282 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციას - ცოტა მაღალ კლასში გადადით

ცოტა მაღალ კლასში გადადით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცისერობის წარმომადგენლებს.

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რაც ამ ორ დღეში გამოჩნდა. ოპოზიციას არავითარი საქმიანი კითხვა და არანაირი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. ვერ დავინახე კოლეგებო თქვენს შეკითხვებში, რომ გაინტერესებთ მომავალი, საქმე, რომელშიც იუსტიციის სამინისტრო აკეთებს. რა გჭირთ, რა დაგემართათ. ხომ შეიძლება, რომ 100 კითხვიდან ერთი მაინც საქმესთან დაკავშირებით დასვათ. გასაგებია, რომ რაღაც კომპლექსი გაწუხებთ თქვენს წარსულთან დაკავშირებით და გინდათ, ეს გადაფაროთ ასეთი აგრესიული და ცინიკური კითხვებით, მაგრამ ვერ გადაიფარება. ჩვენ აღარ შეგახსენებთ არაფერს, უბრალოდ თქვენ თვითონ გამოდით ამ წარსულის კომპლექსიდან. დაიწყეთ რაღაც თავდაჯერებული იუმორით, მერე ტორტით გააგრძელეთ და ბოლოს გაბრაზებულებმა დაამთავრეთ, რადგან ვერაფერი მოუხერხეთ თეა წულუკიანს პარლამენტში, ვერც მინისტრის საათში და ვერც სხვა საზედამხედველო მექანიზმით. ისევ საპარლამენტო უმრავლესობას მოგვიწევს მწვავე კითხვების დასმა და ისევ ჩვენ დავსვით კითხვები, რომელიც საზოგადოებას აინეტერესებთ." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics