|
2019-03-20 20:47:08, 1928 ნახვა
რეგიონი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის ხუთ სოფელში გაიმართა. დღვანში, ქიძინიძეებში, კვიახიძეებში, გოგინაურში და ლომანაურში გამართულ კრებებს, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, აჭარის ა. რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნეს. ადგილობრივებმა კი მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს.
საერთო კრებებზე პრიორიტეტების შერჩევაში აქტიურობდნენ ქალები. მათი ინიციატივით ქიძინიძეებში გარე განათების ქსელის მოწყობა, დღვანში კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გადაწყდა. ლომანაურში და გოგინაურში ადგილბრივებმა გარე განათების ქსელის მოწყობა გადაწყვიტეს, კვიახიძეებში გზის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი. დღსვე, პარალელურ რეჟიმში სოფლის კრებები მიმდინარეობდა წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთულის ინწკირვეთის, ნაღვარევის, ჟანივრის, ხაბელაშვილების და ბრილის სოფლებში, რომელსაც საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, გურამ ზოიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბრილში პრიორიტეტად გზის რეაბილიტაცია, ხოლო ნაღვარევში, ჟანივრში, ინწკირვეთში და ხაბელაშვილებში გარე განათების მოწყობა გადაწყდა. სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის ოლადაურის, ჯუმუშაურის, მაწყვალთის და კარაპეტის სოფლებში გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)