06:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 19:33:00, 1372 ნახვა

საზოგადოება
კომპანია, რომელიც ბათუმში ცხოველებს სტერილიზაციას უკეთებს, ძაღლების მოკვლის ფაქტს უარყოფს

ბათუმში მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციასა და სტერილიზაციას კომპანია "სევერი" კურირებს.

მას შემდეგ რაც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტმა ნაგავსაყრელზე ათობით მოკლული ძაღლი აღმოაჩინა, ის კომპანიის ხელმძღვანელს ჯემალ გოგიტიძეს შეხვდა. როგორც გოგიტიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, ცხოველებს ევთანაზიას მხოლოდ იმ შემთხვევაში უკეთდება, თუ ისინი ავად არიან. მანვე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია ძაღლებს კლავს სიცრუე და პროვოკაცია უწოდა. 

"მოკლული არ არიან ეს ძაღლები. ევთანაზია კეთდება. ევთანაზიას ვუკეთებთ, იმ შემთხვევაში თუ ძაღლი ავად არის და მისი გადარჩენა ვერ ხერხდება. ექიმი გვყავს და ის აკეთებს დასკვნას ევთანაზიის გაკეთებასთან დაკავშირებით. მე კი არ ვწერ ამ დასკვნებს. დღეს ქალბატონი იყო მისული იმ ნაგავსაყრელზე და მოხსნა ბოქლომები იმ ბუნკერებზე, სადაც ეს ძაღლები არიან. სხვა დროს ბუნკერები დალუქულია.  ქალაქიდან მოდის ძაღლი, აქ მოწმდება, თუ არის ევთანაზია გასაკეთებელი იმათ უკეთდება. ჯანმრთელ ძაღლებს უკეთდება ბირკები", - განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ. 

"ექსპრესნიუსი" აგრეთვე ბათუმში ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა, ვინც აცხადებს, რომ მას კატა მოუკლეს. ქალბატონის თქმით, ჯემალ გოგიტიძე მას პროვოკაციაში ადანაშაულებს.

"ეს არ არის პორველი შემთხვევა, უკვე მესამე კატა მომიკლეს. მთელი ეს სიტუაცია დიდი ხანია გრძელდება და მათ წინაშე უძლური ვარ. ვიპოვე ჩემი კატა ნაგავსაყრელზე. გაირკვა, რომ დღეს მე დამაბრალეს, თითქოს ბუნკერზე არსებული ბოქლომები მოვხსენი - ეს სიმართლე არაა. დადის თეთრი სამარშრუტო ტაქტი და იმას გადაჰყავს ეს ცხოველები", - განაცხადა ქალბატონმა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის შესწავლა დაიწყო. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics