06:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 14:24:11, 1067 ნახვა

საზოგადოება
ტაქსების მძღოლების ნაწილი მერიასთან ახალ რეფორმას აპროტესტებს

ტაქსების მძღოლების ნაწილი თბილისის მერიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ახალი რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ. 

როგორც ადგილზე შეკრებილი ტაქსის მძღოლები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა მოხდეს ავტომობილების გადაღებვა. ისინი ამბობებ, რომ ავტომობილის ფერის შეცვლა მათ ფინანსურ პრობლემებს უქმნის. 

აქციაში ათობით ადამიანი მონაწილეობს. ისინი მერიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილონ და აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. 

"ტექდათვალიერების წინააღმდეგი არ ვართ, გასაგებია, რომ უნდა გავიაროთ ტექინსპექტირება და ეს საჭიროა, მაგრამ მე პირადად 6 ათასი ლარი მაქვს ბანკის ვალი, მანქანის შეღებვა ძალიან ძვირი, დაახლოებით 3 ათასი დოლარი დამიჯდება, რატომ მაიძლებენ ფერის შეცვლას ვერ ვხვდები?! საიდან გადავიხადო ეს ფული?! არც ერთმა არ გვკითხვა ჩვენ რა გვინდა. თვითონაც არ ერკვევიან ამ სფეროში. მოიფიქრეს და გადაწყვიტეს რომ ასე უნდა იყოს, იმიტომ, რომ თურმე მათ ასე უნდათ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები გასული წლის 7 დეკემბერს დაამტკიცა

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics