|
2019-03-20 14:14:59, 1318 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: კობახიძე ივანიშვილის ნების ხუთოსანი აღმასრულებელია
ირაკლი კობახიძე არის ბიძინა ივანიშვილის ნების ხუთოსანი აღმასრულებელი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც დოლიძემ აღიშნა, მიუღებელია, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე ეკა ბესელიას მიერ მომზადებული წინადადებები. „დღეს, როგორც დაინიშნა ყველა პრობლემური მოსამართლე უვადოდ სასამართლოში, ზუსტად ამ მოდელს ინარჩუნებს ირაკლი კობახიძე. არც კი უშვებს „კლანი“ და ირაკლი კობახიძე, რომ შეფრინდეს ვინმე ერთი დამოუკიდებელი პიროვნებაც კი საპარლამენტო სიაში. ეკა ბესელიას ვერსიაში ძალიან ბევრი კარგი ინიციატივაა, მათ შორის ბევრი გადაუღებელი ჩემი და ნაზის კანონპროექტიდან. მაგრამ მთავარი პრობლემა აქაც იყო რა, რომ ის ხმები, რომელიც ჩადებული იყო ბესელიას ინიციატივაში, 2/3 მოსამართლეების ხმები ჰყავთ და 2/3 არამოსამართლე წევრები, 6 ვართ არამოსამართლე წევრები, 4 საკმარისია, რომ კანდიდატურა იუსტიციის საბჭოდან წავიდეს, ოღონდ ჩემი და ნაზი ჯანეზაშვილის ხმა არ იყოს საჭირო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)