|
2019-03-20 13:40:48, 1356 ნახვა
სამართალი
ტრეფიკინგის ოთხ ეპიზოდში და განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ტრეფიკინგის ოთხ ეპიზოდსა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად და შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.რ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. უწყბის ცნობით,ვინაიდან ნ.რ. ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა. რუსეთის ფედერაციიდან ნ.რ. -ს საქართველოში ექსტრადირების შემდეგ დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა განხორციელდა, სადაც მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა. „სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2012 წლის 24 ივნისიდან, 2013 წლის 31 მაისამდე ქ.ბათუმში ნ.რ., უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების - მ.რ.-ს, ფ.ი.-ს, შ.ჯ.-ს, დ.რ.-ს და რ.კ.-ს მიმართ ტრეფიკინგს ახორციელებდა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი რ.კ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნ.რ.-ს მისი უკანონო საქმიანობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში დასმენით ემუქრებოდა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნ.რ.-მ უზბეკეთის მოქალაქე ხ.რ.-ს და საქართველოს მოქალაქე კ.დ.-ს 2000 ა.შ.შ. დოლარის გადახდის სანაცვლოდ რ.კ.-ს განზრახ მკვლელობა შეუკვეთა. აღნიშნულმა პირებმა 2013 წლის 23 მაისს, ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში, განზრახ მოკვლის მიზნით ფიზიკური ძალადობა განახორციელეს რ.კ.-ზე, რა დროსაც თავის არეში ქვა ჩაარტყეს, ხოლო გვამი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალეს. 2015 წლის 6 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხ.რ. დამნაშავედ ცნო, სხვა დანაშაულის ჩადენის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" პუნქტით, მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის "გ" პუნქტით) და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო კ.დ. დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში (109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით) და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)