|
2019-03-19 19:55:58, 1502 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი - გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი - დევნის დაწყება-არდაწყებაზე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზიო ეთერში, ვენეციის კომისიის დასკვნაზე ისაუბრა, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული მიმდინარე რეფორმა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას გულისხმობს. ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზო ჩართვაში განმარტება გააკეთა, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული რეფორმის კონცეფცია. „ეს რეფორმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად იმუშავა, არის იმ ხაზის და მიმდინარე რეფორმების გაგრძელება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს, გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. რეალურად, დღეს ჩვენ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში გვაქვს შემდეგი მდგომარეობა: გამოძიების ჩატარებაზე, მის მიმდინარეობაზე, ცალკეულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, დღეს პრაქტიკულად პასუხისმგებელია არამხოლოდ გამომძიებელი, არამედ პროკურორიც. ამას უშვებს დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო. დღევანდელ მოცემულობაში გამომძიებლები საკმაოდ მიჯაჭვულნი არიან პროკურორებზე, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას არიან მოკლებულები, რასაც ბუნებრივია აქვს თავისი მიზეზები. ეს მიზეზები ორგვარად შეიძლება წარმოვაჩინოთ. ერთი - პრაქტიკაში არსებული პრობლემები, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა გამომძიებლების კვალიფიკაციის მიმართულებით. საკმაოდ დაბალი იყო მათი კვალიფიკაცია და დღესაც გარკვეულწილად ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. მეორე - არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და ის საპროცესო კოდექსი, რომელიც იქნა მიღებული 2010 წლიდან, რომელმაც პროკურორი ერთგვარი დომინანტის როლში წარმოადგინა, გამოძიების პროცესის მიმდინარეობის დროს და საკმაოდ დააკნინა გამომძიებლის როლი. ჩვენ ამ ყველაფერს ახლა ვასწორებთ და ფუნქციების გამიჯვნის შემდეგ, გამომძიებელი დამოუკიდებლად შეძლებს გამოძიების ჩატარებას, დაიწყებს გამოძიებას, განსაზღვრავს გამოძიების მიმართულებებს და პროკურორს ექნება წმინდა საზედამხედველო ფუნქცია. დამოუკიდებლობის გაზრდასთან ერთად, ბუნებრივია იზრდება გამომძიებლის პასუხისმგებლობაც, რამაც საბოლოო ჯამში, ხარისხის ზრდამდე უნდა მიგვიყვანოს, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში, რეალურად ძალიან დაბალია გამომძიებლების მოტივაცია, რომ ხარისხიანი გამოძიება ჩაატარონ. რადგან ეს პასუხისმგებლობები, როგორც უკვე აღვნიშნე, გადანაწილებულია 2 სუბიექტს შორის. ამიტომ, რეფორმის შემდეგ, მკაფიოდ იტყვის კანონი, რომ გამომძიებელი პასუხისმგებელია გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებაზე, პროკურორი პასუხისმგებელია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არ დაწყების საკითხზე და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. რეფორმის შემდგომ, ბუნებრივია შევინარჩუნებთ პროკურორის საზედამხედველო ფუნქციას, დაახლოებით ისე, როგორც ეს არის ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში - წმინდა საზედამხედველო ფუნქციით და არა ისეთი აქტიური როლით, როგორიც დღეს მოცემული კანონმდებლობის პირობებში პროკურორს აქვს. მაგალითად, უფლება აქვს, რომ განსაზღვროს გამოძიების მიმართულებები, მიიღოს გადაწყვეტილებები ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)