06:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 14:58:09, 1232 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მათთან, ვინც კვაჭანტირაძის პოსტიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა, პოლიტიკური კონსულტაციები დაგვჭირდება

უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები დაგვჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი განხილვა პარლამენტში ორ კვირაში განახლდება.

„ამ საკითხის განხილვას ორ კვირაში დავუბრუნდებით. რაც შეეხება უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებმაც მიიღეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მათთან დაგვჭირდება პოლიტიკური კონსულტაციები“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი, სულ მცირე 76 ხმაა საჭირო. საკითხზე ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება.

ამასთან, კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდმა დააყენა. როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მანვე განაცხადა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებებით არ გამოირჩეოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics