|
2019-03-18 17:09:36, 1363 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი - სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მიზანი მისი პრევენცია და დამნაშავე პირების მუდმივი კონტროლია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე, ასევე ჯანდაცვის კომიტეტზე ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ისახავს მიზნად. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კანონი სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლის მიზანია ამ დანაშაულის ადრეულ ეტაპზე პრევენცია, დანაშაულის ჩამდენი პირების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ჩვენ ვამკაცრებთ პასუხისმგებლობას სქესობრივი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ. განსაკუთრებით იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ დანაშაულს არასრულწლოვნების მიმართ ჩადიან. მაგალითად, არასრულწლოვნის გაუპატიურებაზე სანქცია გავზარდეთ და მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება კანონით გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც ეს კანონი ამოქმედდება. გარდა ამისა, სქესობრივი დანაშაულების ჩამდენ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოერთმევათ მთელი რიგი უფლებები, რომლის კონტროლი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, სამინისტროების მიერ განხორციელდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ მსჯავრდებულ პირთა ბაზა, სადაც დაცული იქნება ამ პირების შესახებ მონაცემები და ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ვაკონტროლოთ როგორც მსჯავრდების შემდგომ, ისე მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა ავიცილოთ თავიდან. ამ კანონში კიდევ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)