06:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 14:01:58, 1120 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა

პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად, - ამის შესახებ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი არჩევა მოხდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდ მადლობა, დანარჩენი ყველაფერი დელეგატების გადასაწყვეტია. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რაღაცას: უკვე მომესმა განცხადებები, რომ თურმე, სააკაშვილი პარტიიდან მიდის, მაპატიეთ, მაგრამ ეს არის სისულელე, სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, იმ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, რაშიც შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა, ეს პარტიის ლიდერმა ყველაზე სწრაფად შეიგრძნო,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით პოლიტსაბჭოს სხდომა ჯერ არაა ჩანიშნული და როცა ჩაინიშნება, ამას მედია პრესსამსახურისგან გაიგებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც  დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე  ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს.

მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics