|
2019-03-15 18:18:36, 1553 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანმა CERAWeek-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი გიორგი ჩიქოვანი კომპანია Cambridge Energy Research Associates-ის (CERA) მიერ განხორციელებული უმსხვილესი ენერგეტიკული კონფერენციის CERAWeek-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალს დამკვირვებლის სტატუსით (P-TEC Ministerial Investment Forum) დაესწრო. 2018 წელს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა რიკ პერიმ სამი ზღვის სამიტის ფარგლებში ბუქარესტში გააჟღერა აშშ-ის ახალი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამი ზღვის ინიციატივის თემების გაფართოების მიზნით, პარალელურად, ახალი პლატფორმის შექმნას და ენერგეტიკულ საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაზრდას. აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც დაერქვა ტრანსატლანტიკური ენერგო-თანამშრომლობის პარტნიორობა (The Partnership for Transatlantic Energy Cooperation (P-TEC)), პირველ ეტაპზე მოიაზრებს სამი ზღვის ინიციატივის ქვეყნების გაწევრიანებასა და აქტიურ მონაწილეობას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების და შავი ზღვის ქვეყნების მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსის ფარგლებში. P-TEC-ს გაზრდისა და გაფართოების შემდგომ ეტაპზე მოიაზრება იმ ქვეყნების გაწევრიანება, რომლებიც არ არიან სამი ზღვის ინიციატივის წევრები, მაგრამ არიან ევროკავშირთან გაწევრიანების ასპირანტები, მათ შორის საქართველოსიც. CERAWeek-ის ფარგლებში დაგეგმილი ენერგეტიკული კვირეული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჰიუსტონში 11-15 მარტს იმართება.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)