|
2019-03-15 16:08:14, 1623 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
დღეს გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის პირველი სხდომა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა. აჭარაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია დებულების შესაბამისად წარმოდგენილია აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფკავშირების სახით. კომისია მოწოდებულია განავითაროს სოციალური დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას. კომისიის მიზანია დაარეგულიროს ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება, განიხილოს შრომითი დავები. საქართველოში 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია მოქმედებს. მისი მიზანი და ამოცანაა სოციალური პარტნიორობის განვითარება, ასევე, შრომით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის N 10 დადგენილებით აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისია შეიქმნა და დღეს გაიმართა სოციალური პარტნიორობის კომისიის პირველი სხდომა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)