00:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 16:26:56, 394 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო: ქლორის კონტეინერებიდან ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქლორის კონტეინერებიდან ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მთავარ რისკად ქლორის  კონტეინერების ტრანსპორტირება რჩება. 

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ თხევადი ქლორის კონტეინერებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სპეციალისტები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

აღმოჩენილი ქლორის კონტეინერებიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. მთავარ რისკად რჩება კონტეინერების ტრანსპორტირება, სწორედ ამიტომ სამინისტროს მხრიდან მზადდება შესაბამისი სტანდარტული პროცედურები. პროცედურების დასრულებისთანავე, მოძრაობის ნაკლები ინტენსივობის ეტაპზე, მოხდება ადგილიდან კონტეინერების სპეციალური ტრანსპორტით უსაფრთხოდ გატანა.

კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ ამ ეტაპზე ქლორის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ტერიტორიის 24 საათიან მონიტორინგი“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics