|
2019-03-12 14:21:17, 1067 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივში გამოფენა „საქართველოს დამფუძნებელი კრება - 100“ გაიხსნა
დღეს, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა ეროვნულ არქივში ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი საარქივო დოკუმენტების დედნები: · საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს და დამტკიცებული 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე (ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში) · 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის ოქმი · სხდომის ფოტოები დამფუძნებელი კრება იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 1919 წლის 14-16 თებერვალს საყოველთაო, ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ. დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა კი 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა. დამფუძნებელი კრების წევრთა შორის 5 ქალი იყო. გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)