|
2019-03-12 12:19:41, 1581 ნახვა
ეკონომიკა
კორეა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით სპეციალურ დელეგაციას ქმნის
საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით კორეული მხარე სპეციალურ დელეგაციას ქმნის, - ამის შესახებ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი ქობულიამ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან შეხვედრა კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მეწარმეებისთვის კორეულ ბაზარზე შესვლის პროცესში მხარდაჭერის საკითხი იყო. კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჰონგ კვანგ-ჰის განცხადებით, მისი სურვილია, კორეულ საზოგადოებას ქართული პროდუქცია გააცნოს. „მე აქამდეც კარგად ვიცნობდი ქართულ პროდუქციას და ვიცოდი თქვენი კეთილი ნების შესახებ, განვამტკიცოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ახლა უკვე ისიც ვიცი, თუ რამდენად მაღალხარისხიანი და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანია ქართული პროდუქტი. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ქართული პროდუქცია გავაცნო", - აღნიშნა მან. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით სპეციალური დელეგაციის შექმნის საკითხის განხილვა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესა და კორეის ვაჭრობის მინისტრს შორის უკვე დაწყებულია. „ვეცდები, რომ კორეის დელეგაცია საქართველოს წლის ბოლომდე ესტუმროს. ამგვარი დელეგაციების ვიზიტი, შეხვედრები, ქართული კომპანიების კორეულ გამოფენებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებას და ზოგადად, ურთიერთობების გაღრმავებას", - განაცხადა ჰონგ კვანგ-ჰიმ.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)