|
2019-03-11 17:33:06, 1528 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულია კორეის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-თავმჯდომარე ჯუნდონგ კიმს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში"-ს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და კორეის ბიზნესსექტორის 40-მდე წარმომადგენელი. გიორგი ქობულიამ კორეელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. გიორგი ქობულიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობას ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში. „კორეელი ბიზნესმენების მხრიდან გაჟღერდა ინტერესი სოფლის მეურნეობის დარგში, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით, სადაც ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული მაგალითი კომპანია „ქეი ვოთერსის" სახით, რომელიც ნენსკრაჰესს აშენებს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, კორეის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-თავმჯდომარემ ქართულ მხარეს დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევის პროცესში. „საქართველოში ვგეგმავთ ბიზნესფორუმის გამართვას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კორეელი ბიზნესმენები, ეს დაგვეხმარება, რომ მათ საქართველო უკეთესად გაიცნონ, ასევე კონტაქტების დამყარებაში. ვიმედოვნებ, კორეასთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება და კორეელები საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ინვესტორები გახდებიან", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)