08:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 12:55:52, 1579 ნახვა

ეკონომიკა
ლონდონში ქვევრის ღვინო წარადგინეს

10-11 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში  ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენა ,"RAW WINE" იმართება, რომელშიც საქართველოდან  ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები მონაწილეობენ.  

გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოფენაში წარმოდგენილნი არიან შემდეგი მწარმოებლები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ნათენაძის ღვინის მარანი", „შატო ხაშმი", „მეღვინეობა ველინო", „ნიკალას საოჯახო მარანი", „ახმეტის ღვინის სახლი", „მეღვინეობა ანაპეა", „ალექსანდრეს ღვინის მარანი", „ბაიას ღვინო" და „მეღვინეობა ართანა".

გამოფენის ფარგლებში მოეწყო ქართული სამზარეულოს კუთხეც. ღვინის ეროვნული სააგენტოს და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბრიტანელ იმპორტიორებთან. 
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნონ  მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ  არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანა. 

საქართველო ,,RAW WINE"-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის წარმოჩენის შესაძლებლობას. ქართველი მეღვინეების განცხადებით, გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics