08:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 11:38:20, 1369 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას  კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი თეა-ჰომ.

აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში 30 დღის შემდეგ შევა.

შეთანხმება ითვალისწინებს კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის  ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების შესწავლას ორივე მხარისთვის მომგებიან სფეროებში, მათ შორის საინვესტიციო,  ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის სექტორებში და  ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას ქვეყნებს შორის სოციალურ-კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის ჩათვლით.

ხელშეკრულების ეფექტიანად განხორციელების და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებების შესწავლის მიზნით კორეის რესპუბლიკა და საქართველო ერთობლივ კომიტეტს შექმნიან. კომიტეტის ფარგლებში მოხდება არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებისა და  პერსპექტივების განხილვა.

საქართველოსთან შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის კორეული კომპანიების  საქართველოს ბაზარზე უფრო ფართოდ წარმოდგენის გზით.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, დაიწყონ მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების შესახებ, ორმხრივად ხელსაყრელ დროს

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics