|
2019-03-07 18:23:49, 1662 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: შეიქმნა სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას
„ჩვენ მივიღეთ კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ, შეიქმნა სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთი კოოპერატივების ჩამოყალიბებას", - ამის შსახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დავითაშვილის თქმით, 1000-ზე მეტი ასეთი კოოპერატივია, ეს თვისობრივად ახალი ფორმაა: "ჩვენ უნდა შევძლოთ კოოპერატივების გაძლიერება, არა რაოდენობის გაზრდა, არამედ მათი გამსხვილება, როგორც ეს არის ევროპის ქვეყანებში. საქართველოს მასშტაბით 1111 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელთა სწრაფი განვითარებისათვის შემუშავებულია და ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 210-ზე მეტ მეპაიეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 2000 ფურზე მეტს შეადგენს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 204 მეპაიე, მობილიზებული ვენახის რაოდენობა 219 ჰა-ს შეადგენს. ყურძნის გადამმუშავებელი 5 კოოპერაციული საწარმო უკვე ამოქმედდა, 5 საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში, 2018 წელს 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც გაერთიანებულია 300-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული საქონლის რაოდენობა კი 2200 ფურს შეადგენს. მათ 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები და თანადაფინანსებით საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა, მიმდინარეობს საწარმოს აღჭურვა, საწარმო დღიურად 1,5 ტონა რძეს გადაამუშავებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია მიმდინარეობს. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას, ბრენდირებას გულისხმობს", - განაცხადა მინისტრმა.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)