01:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 14:18:40, 1399 ნახვა

პოლიტიკა
კვიპროსის მმართველი პარტიის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

"კვიპროსის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას",- ამის შესახებ , კვიპროსის რესპუბლიკის მმართველი პარტიის DISY (Democratic Rally) პრეზიდენტმა, ავეროფ ნეოფიტუმ საქართველოს ელჩთან, რევაზ ლომინაძეთსან  შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კვიპროსის ურთიერთობათა დინამიური განვითარების პროგრესი. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე; მან ყურადღება გაამახვილა

ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ეფექტიანი შესრულებისთვის, ხელშესახები თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და კვიპროსის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. აღინიშნა, რომ 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი შესრულდა და ამ კონტექსტში  საქართველოს განსაკუთრებულ მიღწევებს გაესვა ხაზი.

შეხვედრაზე ელჩმა  ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვიპროსის რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.   
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics