00:35 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 14:06:17, 1401 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: 2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 190 00 ჰა-ით გაიზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტი ბიომრავალფეროვნების დაცვა, შენარჩუნება და ეკოტურიზმის განვითარებაა.

მინისტრის თქმით,  2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 190 00 ჰა-ით გაიზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში პირველად, საქართველოს დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზეა წარდგენილი. 2018 წელს კი, დაცული ტერიტორიების სააგენტო გახდა ევროპარკების ფედერაციის წევრი.

„მნიშვნელოვანია, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება და მისი პოპულარიზაცია, ამისთვის  2019 წელს სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2018 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო სერვისებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა 87%-ით გაიზარდა. შემოსავლები მოხმარდება საკონსერვაციო საქმიანობას და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

განხორციელდება რიყის პარკში დაცული ტერიტორიების საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრის შენობის პროექტირება.

2019 წელს ვიზიტორებისთვის გაიხსნება ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდის. კვლევების მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტმა საქართველოს ეკონომიკაში 87 000 000 ლარი შეადგინა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics