|
2019-03-07 11:50:10, 1539 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მომხმარებელთა მობილურებზე საბანკო ტროიანელების შეტევების რიცხვი გაიზარდა
2018 წელს, საქართველოს მობილურების მომხმარებელთა საბანკო ტროიანული პროგრამების შეტევას 0,72% დაექვემდებარა, მაშინ როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,05% იყო. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის ინფორმაციით, აზერბაიჯანში 2018 წლს ასეთი შეტევების წილი 0,43% იყო წინა წლის 0,14 %-თან შედარებით, ხოლო სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა შესაბამისად 0,51% და 0,12 %. „მობილური საბანკო ტროიანელები იპარავენ საბანკო ბარათებსა და პროგრამებს. მათგან ბევრს შეუძლია საბანკო პროგრამის ინტერფეისი გადაფაროს თავისით — ასე, რომ მომხმარებელს ჰგონია, თითქოს მას შეჰყავს მონაცემები საბანკო პროგრამაში, სინამდვილეში აძლევს მას ტროიანს, რომელიც შემდეგ თვითონ ჩაანაცვლებს ბანკის კლიენტით, მაგრამ ჩასწერს თავის თავსაც. ასევე საკმაოდ ხშირად მობილური საბანკო ტროიანელები იჭერენ მესიჯებს ბანკებიდან დადასტურების კოდებით ან თანხის აღწერის ინფორმაციით. ასეთი მავნებლებიდან ზოგიერთები შეიარაღებულნი არიან სხვადასხვა პროგრამების ყალბი ფანჯრებით, რომლებთაც აერთიანებს ის, რომ მათ შეუძლიათ გამოითხოვონ მომხმარებლის საბარათო მონაცემები, საპირისპირო მხარის CVV-კოდის ჩათვლით. შემდეგ პროგრამა დაიჭერს მესიჯს ბანკიდან და გადაუგზავნის თავის პატრონებს, რათა მათმა თავიანთი მოწყობილობიდან განახორცილონ ტრანზაქციები მომხმარებელ-მსხვერპლის სახელით. საბანკო და სხვა მობილური ტროიანელებისაგან თავის დაცვის მიზნით ექსპერტები გირჩევთ ატვირთოთ პროგრამები მხოლოდ ოფიციალური მაღაზიებიდან, ისეთებიდან როგორიც არის Google Play: უსაფრთხოების მთლიან გარანტიას ეს არ მოგცემთ, მაგრამ იქ ტროიანელები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოფიციალურ საზღვრებს გარეთ. ასევე რეკომენდირებულია მოწყობილობების პარამეტრებში სრულიად აკრძალოთ გვერდითი წყაროებიდან პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება. საჭიროა არ დაგავიწყდეთ სისტემისა და პროგრამის განახლების დაყენება — მათში დეველოპერები აღმოფხვრიან იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიყენონ დამნაშავეებმა. ასევე საჭიროა კარგად დაფიქრდეთ, სანამ გადახვიდოდეთ წერილიდან რაიმე საეჭვო გზავნილზე ან SMS-ზე, პროგრამებს მივცეთ მხოლოდ ის ფუნქციები, რომლებიც ნამდვილად აუცილებელია მათი მუშაობისათვის. საჭიროა მობილურ მოწყობილობაზე დავაყენთ საიმედო ანტივირუსი და რეგულარულად შევამოწმოთ სისტემა: ის აღმოაჩენს და გაანადგურებს საეჭვო პროგრამებს და ნებას არ მისცემს მომხმარებელს გადავიდეს მავნე საიტებზე“, - ნათქვამია „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის ინფორმაციაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)