|
2019-03-07 11:20:42, 1300 ნახვა
საზოგადოება
„112“- ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაემატა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112"- ის მობილურ აპლიკაციაში ამიერიდან ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიებაცაა შესაძლებელი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „112" - ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა. მისი დახმარებით დაინტერესებული პირები მარტივად მოიძიებენ ინფორმაციას, თუ რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ, ან იციან ამგვარი შემთხვევები შესახებ. აპლიკაცია მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სახელმწიფო მომსახურებების - თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებაც ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი. 112-ის მობილური აპლიკაცია ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია, ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS - ჩუმი განგაშის ან ჩატის ფუნქციების გამოყენება შეუძლია. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის. ამ ინიციტიავით „112" გენდერულ კვირეულს შეურთდა, რომელიც 3 - 8 მარტს იმართება. კვირეულის ფარგლებში, 7 მარტს, 16:30 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებაცაა დაგეგმილი, რომლის დროსაც 112-ის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ინიციატივა პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა" ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია, მისი გამომწვევიმიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა წარმოადგენს.
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)