00:22 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 19:28:54, 1767 ნახვა

სამართალი
შსს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო ტექნიკა გადაეცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობა 2 სახანძრო მანქანას გადასცემს. საგრანტო პროექტის პრეზენტაცია და ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოში გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა დაესწრო.

იაპონიის მთავრობის „გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების“ (GGP) პროგრამის ფარგლებში შეძენილი ახალი მანქანები ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის არის განკუთვნილი. ახალი სახანძრო ტექნიკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკის - ბორჯომ-ხარგაულის დაცული ტერიტორიების დაცვას მოემსახურება. როგორც იაპონიის საელჩოში განაცხადეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკონსერვაციო ცხელ წერტილებში მოხვდა. ახალი, რთულ რელიეფზე გათვლილი სახანძრო მანქანები კი ცეცხლის ჩაქრობას განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებშიც შეძლებენ, რაც საქართველოს ეროვნული პარკის დაცვაში დაეხმარება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იაპონურ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ტყის 2 სახანძრო ავტომობილი და მეხანძრე-მაშველთა მომზადება განკუთვნილია სამცხე- ჯავახეთის რეგიონისთვის, კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის. ეს მხარე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად რეგიონს ტყის ხანძრებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ძალზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებაში“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics