01:56 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 15:50:29, 1616 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე პროკურატურას - წერილზე გახარიას ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, თუ თითის ანაბეჭდი?!

წერილზე გახარიას ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, თუ თითის ანაბეჭდი?! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კაპანაძის განმარტებით, პროკურატურას გამოძიების ობიექტურად წარმართვის სურვილი არ აქვს.

მისი შეფასებით, გამოქვეყნებული დოკუმენტი საკმარისი მტკიცებულებაა.

„შინაარსი არის სკანდალური და პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რაც ისედაც ვიცოდით, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ ყველაფერი სცადა, ყველა ინსტრუმენტის გამოყენება სცადა, მათ შორის მედიაზე ზეგავლენა, მათ შორის ბიზნესმენებზე ზეგავლენის მოხდენა. ეს იყო ნაწილი იმ  დიდი დაშინების, ძალადობის და მოსყიდვის კამპანიის. რაც შეეხება კონკრეტულად პროკურატურის შეფასებას არის სასაცილო იმიტომ, რომ როგორ წარმოუდგენია პროკურატურას, ხელმოწერა უნდა ყოფილიყო ზედ კონკრეტული ადამიანის, თუ თითის ანაბეჭდი უნდა ყოფილიყო? იმისთვის რომ გამოძიება წავიდეს საკმარისი მტკიცებულებაა. მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, პროკურატურა ამ საქმის ბოლომდე მიმყვანი არ არის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics