02:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 14:51:33, 1408 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე: საპარლამენტო ოპოზიციამ აღიარა, რომ მათ პოლიტიკური კულტურა არა აქვთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს პარლამენტში, ოპოზიციის ქმედებას პოლიტიკურ უკულტურობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ინსტიტუციებისადამი პატივისცემა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, საქმით უნდა დამტკიცდეს.

„დღეს, საპარლამენტო ოპოზიციამ თავად აღიარა, რომ პოლიტიკური კულტურა არა აქვთ, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. საქმე იმაშია, რომ ისინი ამაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი ინსტიტუტებისადმი პატივისცემას მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ. ეს ქმედება გამართლებულია იმით, რომ მათ დღეს სათქმელი არაფერი ჰქონდათ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას პირველივე დღეებიდან წარმატებით შეუდგა. ის იტენსიურად ხვდება ევროპელ ლიდერებს, ამყარებს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს და ღირსეულად იცავს საქართველოს ინტერესებს.

ამ ფონზე, ოპონენტებს პარლამენტში ან მისი წარმატების აღიარება მოუწევდათ, ან სიცრუეზე დაფუძნებულ წინასაარჩევნო ნარატივში ჩარჩენა, რაც უკვე სრულიად არაადეკვატური იქნებოდა, ამიტომ საერთოდ აარიდეს თავი პროცესში მონაწილეობას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics