|
2019-03-06 14:01:11, 2107 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ თურქული გემების ეკიპაჟს უმასპინძლა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თურქული გემების „TCG FATİH“ და „TCG KILIÇ“ კაპიტანსა და ეკიპაჟის წევრებს აჭარის მთავრობის სახლში უმასპინძლა. შეხვედრას ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი გოგი ფუტკარაძე ესწრებოდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ერთობლივი წვრთნების ჩატარების მნიშვნელობაზე. „თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია. მხარეთა შორის თანამშრომლობა მზარდია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის წარმატება ეფუძნება არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ საერთო მიზნებსა და ხედვებს რეგიონის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს მეზობელი და ნატოს წევრი სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რისთვისაც მადლობას მოგახსენებთ” - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. პროექტის „ცისფერი სამშობლო 2019“ ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი წვრთნები ორი თურქული გემის - „TCG Fatih“ და „TCG Kılıç“ ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულების მონაწილეობით. ► 6 მარტს 14:00-დან 16:00 საათამდე, ხოლო 7 მარტს 10:00-დან 12:00 საათამდე პერიოდში გემები ვიზიტორთათვის ღია იქნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)