02:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 12:36:03, 1510 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა (ECRI) საქართველოს მიერ შეუსრულებელ რეკომენდაციებზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროსაბჭოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა (ECRI) საქართველოს ხელისუფლების მიერ უწყებისგან 2016 წელს გაცემული პრიორიტეტული რეკომენდაციები სრულად არ შეასრულა.

ამის შესახებ, ევროსაბჭოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრუქტურის ანგარიშშია ნათქვამი. 
კერძოდ ნაწილობრივ არის შესრულებული 2016 წელს გაცემული რეკომენდაცია პოლიციის სპეციალიზებული ქვედანაყოფის ფარგლებში, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური დანაყოფის შექმნის შესახებ.  
ანგარისში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროსაბჭოს სტრუქტურამ საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა, რელიგიის სააგენტოს შემადგენლობაში, შესული ყოფილიყო საქართველოს სახალხო დამცველი, თუმცა ეს მოთხოვნა არ შესულებულა. ასევე ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიურ საბჭოსთან, სახელმწიფოს მიერ შექმნილი რელიგიის საბჭო არ თანამშრომლობს, რის გამოც კომიტეტი წუხილს გამოთქვამს.
ანგარიში უარყოფით კონტექსტშია განხილილი 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების დებატების პროცესიც, სადაც წამოიწია, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, რელიგიური კუთვნილების მიხედვით.  - კონსტიტუციაში რელიგიური კუთვნილების და ქვეყნის უსაფრთხოების არარაციონალურ ბმაზე ვენეციის კომისიამაც და ევროსაბჭომაც უკმაყოფილება გამოთქვეს, რის შემდეგაც დისკუსია ამ საკითხზე შეწყდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics