00:43 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 15:45:16, 1452 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ხაზარაძის განცხადების გამო, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.

როგორც პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ განმარტა, შს მინისტრის გადადგომის საკითხი, მას შემდეგ დადგა, რაც "თიბისი ბანკის: დამფუძნებელმა მამუხა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. 

"დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე ჩვენ მომსწრეები გავხდით ბიზნესზე უპრეცედენტო ზეწოლის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც თურმე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დავინახეთ და პირდაპირ განაცხადეს ამის შესახებ, მათ შორის, მამუკა ხაზარაძემ, რომ მათზე შანტაჟს ახორციელებდა შს მინისტრი გიორგი გახარია, მას ჰქონდა მრავალი მოთხოვნა, როგორც ჩანს, პოლიტიკური ხასიათისაც და ამ მოთხოვნებს იგი წერდა წერილობითი ფორმით და შანტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს ბატონი ხაზარაძის ხელთ. ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე, წარმოუდგენელი ძალადობა, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" მოვითხოვთ, რომ დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და ბატონი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ამ განხილვებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესი გასცდა საფინანსო სფეროს და ანაკლიის პროექტის საკითხს. ჩვენ დღეს ვხედავთ ხელისუფლება ძალადობს ყველა მიმართულებით. დროზე მოვიდეს ხელისუფლება გონს და შეწყვიტოს უსამართლო დევნა", - განაცხადა გოცირიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics