04:41 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 15:26:33, 1552 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე: დღევანდელი სანქციებით საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა აკრძალული მაქვს

"დღევანდელი სანქციებით მე აკრძალული მაქვს საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

ხაზარაძის თქმით, ასეთი დამოკიდებულება ყველა რეგულაციას ცდება და პირდაპირ გადის ადამიანის უფლებებზე. 

„დღეის მდგომაროებით, მე და ბადრი ჯაფარიძე გადაგვაყენეს თამანდებობებიდან, იმიტომ რომ ბრძანება მოვიდა, ამას მოჰყვა ბანკის აქციების უკვე მეორე ვარდნა და ჯამურად ეს ციფრი 200 მილიონი ზარალია. ჩვენ პრაქტიკულად დაგვაყენეს არჩევანის წინაშე ჩვენს დეპოზიტარებთან, აქციონერებთან და ასე შემდეგ, რომ ან უნდა გადავიყოლოთ ეს ბანკი და თანამდებობებს. დღევანდელი სანქციებით მე აკრძალული მაქვს საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა დეპოზიტების ქვეშაც კი, თანხაზე წვდომა მაქვს აკრძალული. ანუ 100 ლარი თუ მიდევს, ამის ქვემოთ მე არ შემიძლია დაკრედიტება ავიღო ჩემ აფილირებულ პირებთან, ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ. ეს არის უპრეცედენტო, არაპროპორციული ზომები. ეს ცდება რეგულაციას და ეხება უკვე ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics