22:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 10:47:05, 1270 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ვაზისუბნის დასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და სოხუმის „მეომრები“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კლუბ „თბილისის“ მცირე უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით ანგარიშით 19-18 დასრულდა.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ დააჯილდოვა.

ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კუს ტბაზე სამშვიდობო მარათონი  მოეწყო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. გარბენში ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics