00:43 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-03 11:21:13, 1261 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იაკობი - არაფერი ისეთი წერილში არ წერია, შანტაჟია ჩვეულებრივი

არაფერი ისეთი წერილში არ წერია, შანტაჟია ჩვეულებრივი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ციხიდან დაწერილ წერილზე ისაუბრა.

„როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ეს წერილი წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოს. ერთია, რომ რაღაცას წერ - მახარებელი ხომ არ არის, რომ რასაც წერს, ყველაფერი დაიჯერო. ხომ უნდა დაამტკიცო, რასაც წერ? არაფერი ისეთი წერილში არ წერია, შანტაჟია ჩვეულებრივი - თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებო, გამოაქვეყნოს, რაც უნდა. კონკრეტული ფაქტები იქ არ არის, ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე. არანაირი ფაქტები წერილში არ ყოფილა - ეს არის ჩვეულებრივი აგათა კრისტი. მართლა რომ სერიოზული კომპრომატები იყოს, აქამდე ხომ გამოიყენებდა? რომელ კომპრომატზეა ლაპარაკი? შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვითო. ტყუილად რომ იყოს დაჭერილი და მოწამე იყოს, როგორც მას ზოგიერთი სასულიერო პირი უწოდებს - თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგ ჯვარს ტოვებს და გარბის იქიდან? თუ შენდობას ითხოვს, მაშინ ჩვენ გაგებით მოვეკიდებით, მაგრამ თუ ასე მუქარით ილაპარაკა - გამოაქვეყნოს“, - განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics