07:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-02 14:29:02, 1924 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ - ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და სებ-ის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება საბანკო სექტორს ზიანს აყენებს

„უსაფუძვლო განცხადებებით კომერციული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება ქვეყნის საბანკო სექტორს ზიანს აყენებს“, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია აღნიშნული.

ბანკი დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გასაჯაროებულ MICHAEL O’KEEFE ASSOCIATES LIMITED-ის წერილს ეხმაურება, სადაც „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზეა“ საუბარი.

 „2018 წლის 27 აპრილს, რომან ფიფიამ თავად შეწყვიტა წარმოება საქართველოს ბანკის მიმართ. მის მიერ ინგლისის სასამართლოში წამოწყებულ დავაში ერთადერთი მოპასუხე - საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited-ია. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ვერ იქნება გამოტანილი. BGEO Group Limited სარჩელს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უსაფუძვლო განცხადებებით კომერციული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს საქართველოს საბანკო სექტორს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

როგორც ცნობილი გახდა, დეპუტატებმა დავით ჭიჭინაძემ, ირაკლი კოვზანაძემ და პაატა კვიჟინაძემ დიდი ბრიტანეთიდან მიიღეს წერილი მიიღეს, სადაც საუბარია „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics