23:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 19:19:44, 2152 ნახვა

სამართალი
კუპრავა: ქართული მართლმსაჯულების „სინდისის პატიმარი“ ვარ - ჩემი აქ ყოფნა ყველა კანონს ეწინააღმდეგება

 „ჩემი აქ ჯდომა, თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ არის პოლიტიკური და თუ სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ, მე ქართული მართლმსაჯულების სინდისის პატიმარი ვარ“, - ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაკავების მომენტში პოლიციელებმა ძალას გადაამეტეს.

 ამასთან,კუპრავას განმარტებით სპეცოპერაციით მისი აყვანის აუცილებლობა არ იყო.

„24 რიცხვში ჩემი აყვანის სპეცოპერაცია ჩატარდა. თუმცა, ამის საჭიროება არ არსებობდა. ძალისმიერი გაყვანა ჩემი სამუშაო ოფისიდან საჭირო არ იყო. არავის ჩემთვის არ დაურეკავს და არ უთქვამს, რომ აღკვეთი შეცვლილი მქონდა. ეს პროკურორისგან ტელევიზიით მოვისმინე, მაგრამ აღკვეთი რომ შემეცვალა, ხომ შეიძლებოდა ეთქვათ?! როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს.  ჩემი აქ ჯდომა, თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ არის პოლიტიკური და თუ სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ, მე ქართული მართლმსაჯულების სინდისის პატიმარი ვარ, მე არ უნდა ვიჯდე აქ, ჩემი აქ ყოფნა ეწინააღმდეგება ყველა კანონს“, - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics